Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას 70 წლის იუბილე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, პედაგოგს, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს – აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას 70 წელი შეუსრულდა.

აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეკონომიკური მეცნიერების განვითარების საქმეში. მისი შრომები არაერთხელ იქნა აღიარებული უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმებზე მსოფლიოს უდიდესი ეკონომისტების მიერ. იგი არის ქართული ეკონომიკური სკოლის მრავალი თაობის აღმზრდელი და ღვაწლმოსილი პედაგოგი.

გულითადად ვულოცავთ აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას 70 წლის იუბილეს! ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და ახალ წარმატებებს მეცნიერების, უნივერსიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

თარიღი: 25/03/2025